საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა

თავმჯდომარე 16 სექტემბერი 2022
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა

„საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და ამ უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტს, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ირაკლი მექვაბიშვილის საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითრების ახალ ეტაპზე გადავიდა.

 

„დღეს, ყველა ობიექტური კვლევით, აუდიტის სამსახური უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. კერძოდ, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მიერ 2022 წელს განხორციელებული ერთობლივი შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური 4 ქულიდან 3,4 ქულა მიიღო. ხოლო, მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაქსიმალური 10 ქულიდან 9,5 ქულით არის შეფასებული. ამ შედეგებისთვის მინდა ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის მაგალითია.

 

„ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახალ გენერალურ აუდიტორს მხარს დაუჭერს ოპოზიციაც.

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარლამენტს და მის თითოეულ წევრს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერებაზე და ეფექტიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს. კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება მომავალ კვირას. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ცოტნეს ექნება საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიც მხარს დაუჭერენ ახალ გენერალურ აუდიტორს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R