საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის საბჭო
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • ტერმინთა განმარტება
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    პოლიტიკური ჯგუფები
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატთა ნაწილის ღია წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 

მედია და საზოგადოება 25 ივლისი 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ილია დარჩიაშვილს

 

ბატონო ილია,

მოგეხსენებათ, რომ აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, ბიჭვინთაში, ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ტერიტორია რუსეთის  მფლობელობაში გადადის, ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა.


დღეის მდგომარეობით, ე.წ. შეთანხმების განხილვა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული ე.წ. შეთანხმების პროექტით  ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.


საქართველოს პარლამენტმა,  ჯერ კიდევ  2015 წელს,  რუსეთის ფედერაციის მხრიდან  ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. რუსეთის ფედერაციამ, აფხაზეთში ფაქტობრივი ანექსია გასულ წელსაც განახორციელა, როდესაც  გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, კრასნოდარის ოლქს მიუერთა. 


აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა, 2021 წლის 2 აგვისტოს მიიღო რეზოლუცია, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, სადაც რუსეთის ქმედებები ანექსიად, ხოლო, გაგრის რაიონის  სოფელი აიბღას,  კრასნოდარის ოლქისთვის მიერთება საერთაშორისო სამართლის კუთხით მიუღებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული. ამავე რეზოლუციაში  დაფიქსირდა,  ანექსიის პროცესის საწინააღმდეგო ერთიანი პოზიციის  გაჟღერების მოწოდება,   საერთაშორისო პარტნიორებისადმი.


ამასთან,  2021 წლის 2 აგვისტოს  რეზოლუციაში, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ გაჟღერდა მოწოდება მთავრობისადმი, რათა შემუშავებულ ყოფილიყო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური პოლიტიკა, ისევე, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა.


ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით,  სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია  ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც  თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე.
​

საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს.  საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება, პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, ისევე, როგორც მოწოდება და მუშაობა  დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან.

 

 

პატივისცემით,


ლევან იოსელიანი
​თეონა აქუბარდია
​ანა ბუჩუკური
​თამარ კორძაია
ალეკო ელისაშვილი
​ხათუნა სამნიძე
ვახტანგ მეგრელიშვილი

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება
08 თებერვალი 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ემატება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებას, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის ბოლოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს ინსტიტუცია უნდა შეხვდეს ორგანიზაციულად გამართული, თანამედროვე ინსტრუმენტებით და გაუმჯობესებული კომპეტენციებით

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში
08 თებერვალი 2023

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
+
A
-
A
A
A
a
A
R