საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრები ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩისა და სკვერის გახსნას დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 02 ნოემბერი 2023
პარლამენტის წევრები ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩისა და სკვერის გახსნას დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები.


მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.


„თბილისს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს. ასეულობით ქართული სიმღერა, რომელიც არ არსებობდა როგორც ჩანაწერი, ანზორ ერქომაიშვილმა გადაიტანა ფურცლებზე და დაგვიტოვა უშველებელი საგანძური. ჩვენ სიამაყით ვართ აღვსილი. შვილებს, შვილიშვილებს, ბავშვებს უნდა გავაცნოთ ვინ იყო ბატონი ანზორი და რამხელა ღვაწლი აქვს მას ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების მნიშვნელობაზე.


„ანზორ ერქომაიშვილმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში და სწორედ ამისთვის, ის იმსახურებს უდიდეს მადლობას. სამწუხაროა, რომ ის დღეს ფიზიკურად ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ როდესაც გრძელდება მისი საქმე, ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ ის არის ჩვენთან ერთად და განაგრძობს მისი საყვარელი საქმის კეთებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და რიმა ბერაძემ თბილისის მერიასა და საკრებულოს ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადეს.


ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე” იღებდნენ. დასასრულს, სიმბოლურად სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R