საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამების შემფასებლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 23 იანვარი 2024
პარლამენტის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამების შემფასებლებს შეხვდნენ

პარლამენტის წევრებმა სალომე ქურასბედიანმა, მარიამ ლაშხმა, ხატია დეკანოიძემ, თინათინ ბოკუჩავამ და ანა ნაცვლიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის შემფასებლებთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამები მიმოიხილეს.


„შეხვედრაზე ის პროექტები და ინიციატივები განვიხილეთ, რომლებიც პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. მათ შორის, გარემოს დაცვის კომიტეტის შემთხვევაში, ესენია მხარდაჭერა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ასევე თემატური მოკვლევა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო პროფესიებზე. სტუმრებთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე პროგრამა და ასევე ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მხარდამჭერი პროგრამების გაუმჯობესება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა.


ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


​„ამ ხელისუფლების პირობებში ყველა საკითხის უკიდურესი პოლიტიზება ხდება, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება მათ შორის ამ პროგრამების ეფექტურობაზე“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R