საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრების კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 27 იანვარი 2005

 

პარლამენტის წევრებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნების საკითხს და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლას მიეძღვნა. პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადებით, კონსერვატიული პარტია,  როგორც კი 30 ათას ხელმოწერას შეაგროვებს, პარლამენტში მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნების თაობაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევა. მისივე აზრით, ამასთან ერთად, ცვლილებებია შესატანი "პრივატიზაციის შესახებ” კანონში, რომელიც მენაბრეებს პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლებას მიანიჭებს.როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ისინი პარლამენტში დროებითი საგამომძიებლო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მეანაბრეთა ფულადი სახსრების მიითვისების საკითხს გამოიძიებს. მისი თქმით, თუ პარლამენტი კონსერვატორთა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს არ დაუჭერს, ქვეყნის მასშტაბით აქციებს მოაწყობენ.პარლამენტარმა ზვიად ძიძიგურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა  ე. წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილთა დაბრუნებისა და იქ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარეშე, ამ ტერიტორიებისათვის რაიმე სტატუსის განსაზღვრა, არალეგიტიმურია. მით უმეტეს, როცა ამ ტერიტორიებზე შექმნილია სეპარატისტული ეთნოკრატია და სისტემატიურად ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა უფლებები”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R