საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 16 მარტი 2022
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას ეხება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები.


შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს.


აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში.


ამასთან, სფეროების მიხედვით, აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას.


კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R