საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 10 ივნისი 2021
პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ,“ პარლამენტმა  77 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

კენჭისყრის პროცედურამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განმარტა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლებიც, რომელთა დახმარებითაც პროექტი შემუშავდა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კანონპროექტს მივიღებთ, თუმცა, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციაც აუცილებელია. ამიტომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კენჭისყრის წინ, კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.

პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან.

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R