საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 20 სექტემბერი 2022
პარლამენტმა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ და 84 ხმით მხარი დაუჭირა.


კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა წარადგინა.


მომხსენებლის განცხადებით, მოქმედ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ასოცირებით შეთანხმებული ვალდებულებების, კერძოდ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ ევროკავშირის დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.


„აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული ხელშეკრულების 23-ე დანართში. აღნიშნული ცვლილებები ეხება აუდიოვიზუალური მომსახურებების სფეროში ევროკავშირის დირექტივის დებულებების დანერგვას საქართველოს კანონმდებლობაში. ეს არის ჩვენი ვალდებულება და წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა ცვლილებები საჭიროა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში სრულყოფილად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


მისივე თქმით, კანონპროექტის საშუალებით დარეგულირდება და გათვალისწინებულია სიძულვილის ენის, ტერორიზმისაკენ მოწოდების და ახლებურად პასუხის უფლების რეგულირება.
როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის ინიციატორები მზად არიან ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისათვის კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით.


საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ოდიშარია და ქეთევან დუმბაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი შატაკიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
24 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა
24 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R