საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 28 ივნისი 2023
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით 80 ხმით მიიღო.


კანონპროექტით სწორდება „მაუწყებლის შესახებ“ კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი დეფინიციები: მედიამომსახურება, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება, სარედაქციო პასუხისმგებლობა.


წესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სხდომის დახურვის საკითხები. კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება მომავალი წლის გეგმებისა და წინა წლის გეგმების შესრულების თაობაზე ინფორმაცია.


კანონპროექტის თანახმად, შემოღებული იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ისინი ავტორიზაციას გაივლიან მარტივი, კომუნიკაციების კომისიის ავტორიზაციის შეტყობინებების წარდგენის გზით.


შემსუბუქდება არასრულწლოვანთათვის პასუხისმგებლობა შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. აღნიშნული დარღვევისთვის პირველ შემთხვევაში, მაუწყებლის ჯარიმის ნაცვლად დაეკისრება წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც დაწესებულია „მაუწყებლის შესახებ“ კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის. ჯარიმის დაკისრება არ მოხდება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, არ სუსტდება რეგულირების პრევენციული ეფექტი.

 

კანონპროექტით, მედიამომსახურების მიმწოდებლების სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას დარღვევისთვის აღარ მოახდენს კომუნიკაცეიბის მარეგულირებელი კომისია. აღნიშნულ საკითხებს განიხილავს მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების ორგანო.


ცვლილება შეეხება მარეგულირებელი კომისიის მიერ სანქციების მყისიერ აღსრულებასაც, რომელიც დაემატება კანონპროექტს შესაბამის სექტორთან კონსულტაციების შედეგად.


ცვლილებების მიზეზია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს პარლამენტის თხოვნით შემუშავებული დასკვნა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

მსგავსი

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R