საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 28 აპრილი 2026
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს მთვარობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა და მათი კოორდინაცია საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამავდროულად გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამაში.

„სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და მდგარად განვითარებას და მნიშვნელოვანია ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის გადასაჭრელად. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად გააქტიურებულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება როგორც მთავრობის შემადგენლობაში შემავალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ასევე ისეთი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით, როგორიცაა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი საკოორდინაციო მექანიზმის შემოღება აამაღლებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სამართალდაცვითი ორგანოების საქმიანობას. ამავდროულად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან როგორიცაა: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პროკურატურის სისტემა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლება“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R