საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პლენარული სხდომები 19 ოქტომბერი 2023
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა.


მომხსენებელმა ისაუბრა 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის შესახებ.


გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტთან, ასევე ნდობის ჯგუფთან.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გასულ წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზემოქმედებას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.


„2022 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო რეგიონისა და ქვეყნისათვის, უკრაინაში მიმდინარე ომმა შექმნა ურთულესი ვითარება და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ინტერვენციამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგზე. შექმნილმა ვითარებამ უფრო გამოკვეთა ოკუპაციის პირობებში მყოფი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გაზარდა ზეწოლა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე და სტაბილურობაზე. ამავე პერიოდში უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ პროცესებს და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები. შესაბამისად, სამსახურმა ამ ვითარებაში მაქსიმალური ძალისხმევა გაწია, რათა ქვეყანას თავიდან აეცილებინა არაპროგნოზირებადი ეროვნული ინტერესებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესები.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დეპარტამენტი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების უკონტროლო და დამაზიანებელი აქტივობებისაგან, გარე თუ შიდა ძალების მიერ ინსპირირებული არეულობისა და დესტაბილიზაციისაგან“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა საერთაშორისო პარტნიორებთან და შესაბამის უწყებებთან.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციაზე. მისივე თქმით, 2022 წელს სამსახურის საქმიანობის უმთავრეს მიმართულებას ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება და გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენდა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საკითხის განხილვის შემდეგი ეტაპები დახურულ ფორმატში წარიმართა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R