საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პლენარული სხდომები 22 მარტი 2024
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 80 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
 
საკითხი განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. კომისიის წევრობის კანდიდატები არიან: დავით მაღლაფერიძე, მაკო ჯაოშვილი, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.
 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა. კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია შემადგენლობა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა კომისიისთვის საკუთარი კანდიდატურები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი დაასახელა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 
პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კომისიაში ეკა წამალაშვილის კანდიდატურის დამატება ითხოვა, თუმცა მას უარი ეთქვა.
 
„საკმარისი დროც გქონდათ და შესაძლებლობაც, რომ კანდიდატი წარმოგედგინათ. ახლა არ იქნება კორექტული, რომ შემოთავაზებული სიიდან ვინმე ამოვიღოთ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საპარლამენტო სუბიექტებს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდეც წინა სხდომაზე უნდა გამართულიყო კენჭისყრა, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციის მხრიდან არ იყო საბოლოო პასუხი, საკითხი დღეს განიხილება.
 
„ჩვენი მიზანიც იყო ოპოზიციის ჩართულობა, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი კანდიდატურა არ წარმოგვიდგინეს, შესაბამისად, შეთანხმება უკვე მოხდა იმ ცხრა პირთან, ვინც დღეს წარმოდგენილია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R