საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა

პლენარული სხდომები 29 ნოემბერი 2023
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით, 81 ხმით მიიღო.


ცვლილებით ხდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის იმ ნორმის ამოქმედების გადავადება (ნორმა ამოქმედდება 2028 წლის 3 იანვრიდან, ნაცვლად 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებისა), რომელიც ეხება ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მითითებას - „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს შეადგენს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი.


მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონის დღეს მოქმედი რედაქციით ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის ოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 50%.


„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც დღესდღეობით „ქართულ ბრენდს“ აწარმოებენ და გააქვთ ექსპორტზეც, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე. ასეთი ნახტომისებური ზრდა შესაძლებელია მნიშვნელოვნად აისახოს პროდუქციის წარმოების ფასზე და სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროცენტული ზრდა განხორციელდეს ეტაპობრივად. სწორედ ამ მიზნით შემოთავაზებულია, რომ გადავადდეს ამ მუხლის მოქმედება და შემდგომი წლების განმავლობაში ნაცვლად პროცენტული მაჩვენებლის ასეთი ნახტომისებურ ზრდისა იყოს 5-10%-იანი ზრდა, რასაც სექტორი მოერგება და ეს საკითხები პრაქტიკაში უმტკივნეულოდ განხორციელდება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R