საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითაც გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი, ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის

თავმჯდომარე 20 ოქტომბერი 2023
პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითაც გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი, ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.


„მემორანდუმის ხელმოწერა არის კულმინაცია იმ განსაკუთრებულად ინტენსიური თანამშრომლობის, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ პლატფორმას შორის შედგა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი იქნება წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებული ინტენსიური ეს ურთიერთობა მას შემდეგ გახდა, რაც საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა და შემდეგ ევროკავშირისგან მიიღო შეფასებები და რეკომენდაციები.


„რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა, წვლილი და როლი აქვს პროფესიულ თუ სხვა სახის გაერთიანებებს. საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამისთვის საკმარისი არ არის ტექნიკურად რეგულაციების თარგმნა და მისი გადმოტანა ქართულ სამართალში, არამედ საჭიროა სხვადასხვა სექტორების ღრმა ცოდნა. ეს ურთულესი სამუშაოა. ჩვენნაირ ქვეყნებს, რომლებსაც ხელი მოწერილი აქვთ ასოცირების შეთანხმებაზე, მოკლევადიანი პერიოდი აქვთ იმისთვის, რომ სამართლებრივი აქტების ეს დიდი კორპუსი გადმოიტანონ არა მხოლოდ სამართლებრივი ტექსტის სახით, არამედ ისეთი ნორმებით, რომელსაც საზოგადოება მიიღებს, გაიგებს და აღასრულებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ვაფასებთ ეროვნულ პლატფორმასთან ურთიერთობას, რადგან ერთი მხრივ, ეს არის პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ორასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მას შეუძლია ისაუბროს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. შესაბამისად, მასში არის ყველა პროფილის ორგანიზაცია გაერთიანებული, ყველა სექტორული ცოდნის მქონე ადამიანები, პროფესიონალები და ამიტომ, ეს არის უშრეტი წყარო პროფესიონალური რჩევის და რეკომენდაციებისა და მეორე - მნიშვნელოვანი და ფასეულია ეს ურთიერთობა, ვინაიდან ნებისმიერ რეფორმას და სიახლეს სჭირდება მიმღეობა საზოგადოებისგან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის ინტენსიური წელიწადნახევრიანი ურთიერთობის დროს ჩატარდა ორი დიდი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა, ერთი მხრივ - რეკომენდაციების საკითხს და მეორე მხრივ, ასოცირების შეთანხმებაში არსებულ სექტორულ მიმართულებებს და სწორედ ამ კარგმა გამოცდილებამ გააჩინა მოსაზრება, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო არა სპორადული, არამედ მოქცეულიყო გარკვეულ სისტემაში და სწორედ აქედან წარმოიშვა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების იდეა.


„ჩვენი ამოცანები და მიზნები, რომელსაც ვათანხმებთ ამ მემორანდუმით არის ის, რომ გავაგრძელოთ ასეთი სახის კონფერენციების ჩატარება, გვქონდეს ინტენსიური ურთიერთობა ერთმანეთთან. მემორანდუმით გათვალისწინებულია, რომ პლატფორმა დაასახელებს საპარლამენტო მდივანს, რომელსაც ექნება განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა პარლამენტთან. პარლამენტი ეროვნულ პლატფორმას პროაქტიულად გაუზიარებს ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში და ასევე, გვექნება ყველა ამ ფორმატში განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, დღევანდელი დღით კიდევ უფრო ღრმავდება თანამშრომლობა პარლამენტს და საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის. მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კიდევ უფრო მეტად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ დიდ ევროპული ოჯახის წევრები. მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პლატფორმა შეძლებს კარგი, კონკრეტული წინადადებები შემატოს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეს და უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს ჩვენი კანონმდებლობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ.

  • მემორანდუმი საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის შესახებ
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R