საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პოლიტიკურმა ჯგუფებმა „გირჩი“ და „რეფორმების ჯგუფი“ თავისუფალი ტრიბუნის ფორმატით ისარგებლეს

პლენარული სხდომები 15 Jun 2023
პოლიტიკურმა ჯგუფებმა „გირჩი“ და „რეფორმების ჯგუფი“ თავისუფალი ტრიბუნის ფორმატით ისარგებლეს
„რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შესახებ ისაუბრა თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში.
 
„ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს ერთი მხრივ ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც მორღვეულია რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე და იმავდროულად, ის ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრე მოსახლეობის რაოდენობა. საქართველოს მხოლოდ ნატო-ს ქოლგის ქვეშ შეუძლია გახდეს დემოკრატიული, ერთიანი და სუვერენული ქვეყანა და ამ მოცემულობაში მოსახლეობის გაზრდილ მხარდაჭერას სჭირდება პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერაც“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ვილნიუსის სამიტზე საქართველო და უკრაინა არ იყოს განცალკევებული ერთმანეთისგან და ამ ორი ქვეყნის მიმართაც დაშვებული იყოს იგივე პრეცედენტი, რაც ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში გამოიყენეს. მან კოლეგებს, შესთავაზა ვილნიუსის სამიტის წინ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს პარლამენტმა ერთობლივი მიმართვა გაუგზავნოს.
 
„ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ იმისა, რომ საქართველოს სურს გახდეს ნატო-ს წევრი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინასთან ერთად საქართველოსაც გამოუცხადონ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
 
„გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კი, ტრიბუნით სარგებლობისას, გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
 
„გირჩის“ მიზანია გადასახადები იმ დონემდე დავწიოთ, რაც მორალურად იქნება გამართლებული და რაზეც მთელი დასავლური ცივილიზაცია დგას. ყველა ჯერზე, როცა გვექნება შანსი, დავწიოთ გადასახადები, გავაუქმოთ საპენსიო ფონდი, შევამციროთ ინფლაცია, დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, გავაუქმოთ აქციზები. ჩვენ ყოველთვის ამ მიმართულებით ვივლით. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, როდესაც ვიქნებით ხელისუფლებაში, რაც უფრო დიდი ძალაუფლება გვექნება, მით ნაკლები იქნება ყველანაირი გადასახადი და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გადასახადების დონე არ დაიწევს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 Jun 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 Jun 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R