საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მედია და საზოგადოება 17 ნოემბერი 2023
რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარლამენტის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 62-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-17 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა.


სესიაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში პარლამენტების როლის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.


აღსანიშნავია ისიც, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) ოფიციალურად დატოვა რუსეთის დელეგაციამ.


გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლის გაძლიერება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით“; „PABSEC -ის 30-წლიანი თანამშრომლობა, თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში“, „ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“.


პლენარულ სესიაზე 2 წლის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აირჩიეს. პლენარულ სესიაზე ასევე გაიმართა ასამბლეის გენერალური მდივნის არჩევნები და კიდევ ერთი ვადით აღნიშნულ პოსტზე ასაფ ჰაჯიევი აირჩიეს, რომელიც ამჟამადაც იკავებს ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობას.


სესიის პარალელურად, რამაზ ნიკოლაიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. გარდა ამისა, რამაზ ნიკოლაიშვილი ასამბლეის დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა ბუჩასა და ირპინში, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R