საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რომან კაკულია: „საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შემუშავდება“

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2019
რომან კაკულია: „საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შემუშავდება“

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც სამი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში იმართება, ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ამ სამი ქვეყნისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის თაობაზე ინიციატივა გაჟღერდა, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ და მისი განხორციელების მიმართულებები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე მოხსენება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წარადგინა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ, აღნიშნული ჯგუფის საქმიანობასა და ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც, ის პროგრესი, რომელიც ამ ქვეყნებში არის მიღწეული, მათი წარდგენა ხდება. შეხვედრაზე ანგარიშები წარადგინეს უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ და მიღწეულ შედეგებზე სერიოზული მსჯელობა გაიმართა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვა მოხდა, რომელიც ამ სამი ქვეყნისთვის, რომლებმაც შედარებით მაღალი ხარისხის პროგრესი აჩვენეს, შემუშავდეს ახალი ფორმატი, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო მეტად დააფასებს იმ პროგრესს, რაც ევროპული მიმართულებით რეფორმების გატარების პროცესში ამ სამმა ქვეყანამ განიცადა. აღნიშნულ ინიციატივის მნიშვნელობას ხაზი გაესვა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ინსტრუმენტების შემუშავება, რომელიც  მოტივაციების გაზრდისთვის კონკრეტულ, ხელშესახებ დახმარებებში იქნება ტრანსფორმირებული. სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა ამ იდეას და მისი განხორციელებისთვის შემდგომი გზების ძიებას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R