საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 18 აგვისტო 2022
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა, პირველი შეხვედრა გამართა.
 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
 
„შეხვედრაზე წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია და ასევე, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს GRECO-ს 6 რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია იყო, რომ ისინი ნაწილობრივ შესრულებას საჭიროებენ. დეტალური განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ რეკომენდაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია და გამომდინარე იქედან, რომ GRECO-ს ბოლო შეფასება ქართული კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს 2018 წელს, შეიძლება მათ არ აქვთ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ვთხოვე, რომ იქნება პროაქტიულად მოხდეს მათი სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნა GRECO-ში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები დღეის მდგომარეობით რამდენად შესრულებულია. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. დღეს სიღრმისეულად არ შევსულვართ ამ რეკომენდაციების განხილვაში გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მათ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები წარმოადგინონ, თუმცა გვქონდა ზოგადი ხასიათის განხილვა. გამოიკვეთა, რომ რიგი საკითხები შესრულებულია, რიგი საკითხები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია და რიგ საკითხების დამატებითი განხილვა და პოზიციების შეთანხმება სჭირდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
 
მისი თქმით, 25 აგვისტოს მეორე სამუშაო შეხვედრა შედგება, სადაც ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი ყველა პოზიციის დეტალური განხილვა მოხდება, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას დაიწყებს.
 
გივი მიქანაძის განცხადებით, 10-11 სექტემბრისთვის ცვლილებების პაკეტი უკვე მზად იქნება და სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის სამუშაო ჯგუფი პირველ მოსმენით განხილვამდე დასკვნით შეხვედრას გამართავს.
 
სამუშაო ჯგუფში შედის: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“, ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ: ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R