საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2021
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე, გადამუშავებული ვერსიის განხილვით მთავრდება საბიუჯეტო პროცესი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული პარლამენტის წინადადებები და რეკომენდაციები. დაფინანსება აქვს გაზრდილი პრაქტიკულად ყველა სამინისტროს და უწყებას.

 

„შეგახსენებთ იმ პარამეტრებს, რა პარამეტრებითაც მთავრობამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაუბრუნა პარლამენტს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 პროცენტის ოდენობით და აღწევს ნომინალში 65 მლრდ. ლარს. დეფიციტი არის 4,2 პროცენტი, ასევე მნიშნელოვანია, რომ გადამუშავებულ ვერსიაში 332 მილიონი ლარით არის გაზრდილი ხარჯების ნაწილი და ასიგნებები აღწევს 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს. დაფინანსება აქვს გაზრდილი პრაქტიკულად ყველა სამინისტროს და უწყებას. ხელფასები 10 პროცენტით ეზრდება საჯარო მოსამსახურეებს, ასევე იმ მხარჯველ სუბიექტებს, სადაც მოთხოვნები იყო. მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული პარლამენტის წინადადებები და რეკომენდაციები და აღსანიშნავია ისიც, რომ დეფიციტი არის შემცირებული 4,2 პროცენტით. ეს პარამეტრი ჩვენთვის პრინციპულად მნიშნელოვანია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებებზე და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და ის საბაზისო მონაცემები წარადგინა, რასაც მომდევნო წლის ბიუჯეტი ეფუძნება.

 

მისი თქმით, 2021 წელს დეფიციტის მაჩვენებელი იყო 7,6 პროცენტი და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3 პროცენტს შეადგენდა. თუმცა საბოლოოდ, წელი 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით სრულდება. ვალის მაჩვენებელი 51,7 პროცენტი, ხოლო დეფიციტი 6,7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R