საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თავმჯდომარე 08 ივნისი 2023
საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საპარლამენტო დელეგაცია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოს ეწვია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ლევილის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და სხვა ქართველი მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

„დღეს, შესაძლებლობა მქონდა, პარიზში დელეგაციის წევრებთან ერთად პერ ლაშეზის სასაფლაოზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის კარლო ჩხაიძის საფლავი გვირგვინით შემემკო ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს. კარლო ჩხაიძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. ცოტა ხნის წინ ჩემი ინიციატივით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე და წევრები თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდნენ მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

​მიმდინარე წლის 25 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვს პაპუაშვილის ინიციატივით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები - ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R