საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 07 დეკემბერი 2022
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდნენ.


მხარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია განიხილეს.


სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.


ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენიური მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.


მხარეებმა, არსებული ორმხრივი ახლო ურთიერთობების ფონზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, რასაც ასევე ხელს შეუწყობს 2023 წელს სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გამართა სლოვენიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. შეხვედრებისას, მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის აღსრულება, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები.


ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ კანონმდებლებთან ერთად, განიხილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.


ისაუბრა ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში საქართველოს როლზე.


მხარეებმა საქართველოს და სლოვენიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.


„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სლოვენიის პარლამენტში, სადაც საგნობრივად განვიხილეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები. ეს არის პირველი ოფიციალური საპარლამენტო ვიზიტი სლოვენიაში, რომელიც ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენ სამომავლო თანამშრომლობაზე. სლოვენიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სლოვენია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ სლოვენიის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, მომავალ წელს ევროკავშირი მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება.


​დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ სანიკიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R