საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 26 სექტემბერი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ, მისი თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა.

დელეგაციის წევრები სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რიხარდ გლუკს, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე პაულა პუშკაროვას და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხალ სტუშკას შეხვდნენ.

სლოვაკეთის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემები უსაფრთხოების საკითხები, შიდა პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები იყო.

სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.


განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომისგან მომდინარე საფრთხეები და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოსა და სლოვაკეთში რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გამო არსებობს.

სლოვაკეთის პარლამენტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ორივე ქვეყანაში არსებულ განათლების პრობლემატიკასა და სასკოლო რეფორმაზე ისაუბრეს, რომელსაც სლოვაკეთი ახორციელებს და მის დადებით შედეგებზე. ქართული დელეგაციის წევრებმა კოლეგებს საქართველოში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ხედვა გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, სადაც საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საქართველოსთან მიმართებით ევროპული ინსტიტუტების მხრიდან არსებულ უსამართლო მიდგომაზე ისაუბრეს.

სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, სხვა საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტებისა და სექტორული თანამშრომლობის მიმართ მხარდაჭერა.
​

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

მსგავსი

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R