საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები 28 თებერვალი 2024
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები ცნობად მიიღო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

„ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მრავალმხრივ ფორმატებში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა გლობალური გამოწვევების განხილვისთვის, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ფორმატები მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ისეთ პარლამენტებთან, რომლებთანაც გეოგრაფიულად წვდომა ადვილი არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტთაშორისო კავშირში(IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 2 ასამბლეაში და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ კონფერენციაში. მისივე თქმით, ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარლამენტების თავმჯდომარეებთან ასევე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობაზე AIPA-ის 44-ე გენერალურ ასამბლეაში.

 

„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გენერალური ასამბლეა გახლდათ, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რაც უფრო მეტ რეგიონულ ასამბლეაში ვიქნებით დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები წინ წავწიოთ არა მხოლოდ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) გაწეული საქმიანობის შესახებ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

 

მისი ინფორმაციით, მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2023 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო: საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა გაფართოებულ სხდომაში; გენერალური ასამბლეის (I.A.O.) რიგით 30-ე საიუბილეო სხდომაში; ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასა და ფინეთის პარლამენტში (ედუსკუნტა) გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში; ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა და რეგლამენტის ცვლილებების კომიტეტის სხდომაში.

 

კომიტეტის სხდომაზე, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

 

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ. მისი თქმით, ეს იყო ბალტიის ასამბლეის 42-ე სესია, სადაც იყო აქტიური მსჯელობა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R