საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

მედია და საზოგადოება 19 ივნისი 2025
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეები გიორგი გაბუნია და სისაკ გაბრიელიანი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.


ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, რაც გაფორმებული მემორანდუმის შემდგომ საქართველო-სომხეთის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა.


„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები და მზაობა გამოვთქვით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა, გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და შემოქმედებითი კავშირების განმტკიცების მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R