საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მედია და საზოგადოება 23 ოქტომბერი 2023
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტში მონაწილეობის მისაღებად პრაღაში იმყოფება.

 

სამიტი წელს უკრაინის და ჩეხეთის ორგანიზებით იმართება. სამიტის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს უკრაინისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვას.

 

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას.

 

უკრაინის მხარდასაჭერად პრაღაში პარლამენტარები მთელი ევროპიდან შეიკრიბებიან.

 

სამიტში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გაემგზავრნენ.

 

სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე მონაწილეებს სიტყვით მიმართავს სადაც ისაუბრებს როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R