საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 21 Jun 2025
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის, კომიტეტის წევრების ლევან მაჭავარიანისა და ანტონ ობოლაძის შემადგენლობით აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.

 

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამას, რომელიც ივლისსა და აგვისტოში აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელდება.

 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ის სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

 

საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნულ ინიციატივის განხორციელებაში დარგობრივი კომიტეტების როლი და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის მსგავსი შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.

 

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 Jul 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 Jul 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 Jul 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R