საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკელ სენატორებს დემოკრატ ჯინ შაჰინს და რესპუბლიკელ რობერტ პორტმანს შეხვდა

თავმჯდომარე 03 ივნისი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკელ სენატორებს დემოკრატ ჯინ შაჰინს და რესპუბლიკელ რობერტ პორტმანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკელ სენატორებს დემოკრატ ჯინ შაჰინს და რესპუბლიკელ რობერტ პორტმანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მიღწევებზე, რომელიც პარტნიორობის ყველა მიმართულებით არსებობს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კახა კუჭავამ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით სენატორების მოსაზრებები მოისმინა.

 

ხაზი გაესვა მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობას.

 

ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, ასევე, ამნისტიის კანონპროექტზე.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტის შესახებ და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

 

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობას.

 

სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R