საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

თავმჯდომარე 07 ოქტომბერი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საერთო მიზნებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დეოკუპაციის კუთხით საერთო ძალისხმევასა და სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

 

„უკრაინაში სწორედ პრემიერ მინისტრის მიწვევით ვიმყოფები. შევეხეთ ბევრ საკითხს - პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საერთო მიზნები, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, აღებული ევროატლანტიკური კურსი და დასახული ამბიციური გეგმები. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა 1 მილიარდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, ვისაუბრეთ ბევრ სხვა საინტერესო ფორმატზე, მათ შორის, სამი ქვეყნის გააქტიურება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. ხაზი, ასევე, გაესვა ტურიზმს, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება კოვიდის შემდეგ, თუმცა, გეგმა არის, ეს კიდევ უფრო გაიზარდოს და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს, საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ - უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია. კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
03 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R