საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 21 სექტემბერი 2022
საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა, საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების მონაწილეობით, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.


„ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ევროპული პერსპექტივა, რაც ქვეყანას მიენიჭა, ერთი მხრივ, არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ეს არის ერთგვარი გამოცდა, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევად გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა სხდომის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.


დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სხდომის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა.


„ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა. ეს გადაწყვეტილება გახლდათ ისტორიული მომენტი ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირმა ასევე აღიარა, რომ საქართველომ მთელი რიგი რთული რეფორმები გაატარა. თუ პოლიტიკური ძალები თავიანთ უთანხმოებას გვერდზე გადადებენ, პოლარიზაციას დაძლევენ და ერთობლივი ძალისხმევით კონცენტრირდებიან ძირითად პრიორიტეტზე - საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. სხდომის თანათავმჯდომარემ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე და მის შედეგებზე ისაუბრა.


მან საქართველოს უკრაინისთვის გამოხატული სოლიდარობისთვის და ასევე, მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


მისასალმებელი სიტყვით გამოსვლების შემდეგ, სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრეს.


სხდომაზე განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა.


საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული ომის გავლენა საქართველოზე; საქართველოს შერიგების პოლიტიკა ოკუპირებული რეგიონების მიმართ; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. ასევე, იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.


კომიტეტის სხდომის მეორე სამუშაო სესიაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა დაკავშირებადობის მიმართულებით მათ შორის, თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და ციფრული დაკავშირებადობა ასევე, დასაქმებაზე, სოციალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.


​საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთერთმეტე სხდომაში, კომიტეტის წევრებთან, ქართველ და ევროპელ პარლამენტარებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის და ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R