საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში, უწყების მიერ 2021 წელს განხორცილებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენება წარადგინა

მედია და საზოგადოება 25 იანვარი 2022
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში, უწყების მიერ 2021 წელს განხორცილებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენება წარადგინა

24 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში, უწყების მიერ 2021 წელს განხორცილებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენება წარადგინა.

 

„ეს იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან საინტერესო მოსმენა სუს-ის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე, ნაბიჯებზე, რაც მიზნად ისახავდა მათ პრევენციას და ნეიტრალიზაციას. მოხსენების შემდეგ, დავსვით კითხვები, რაზეც სამსახურის უფროსისგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ვიმყოფებით საკმაოდ რთულ და კომპლექსურ უსაფრთხოების გარემოში, სადაც ერთი მხრივ, გვიწევს გავუმკლავდეთ ცვალებად საფრთხეებს, საქართველოს საზიანოდ მოქმედ სუბიექტებს, ხოლო მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება. დიდია ის ძალისხმევა, რასაც ამ მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული პროფესიონალების შრომა ხაზგასმას და დაფასებას იმსახურებს,” - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

 

ნდობის ჯგუფი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც ზედამხედველობას სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით ახორციელებს.

 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უწყებები ნდობის ჯგუფს, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას წარუდგენენ.

 

2022 წელს, ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსმენას დაეთმო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R