საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მედია და საზოგადოება 16 ნოემბერი 2022
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედუარდ აღაჯანიანს შეხვდა.


მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.


ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურეს.


საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.


„საქართველოს პარლამენტში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მას მისცემს ინსტიტუციონალურ სახეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს თუმცა, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობები არა 30 წელს არამედ, რამდენიმე ათეულ საუკუნეს ითვლის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები ერთობლივ სხდომებს გამართავენ და ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ.


მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეხვედრები ორივე ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.


„საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც დაფიქსირებულია სომხეთის მთავრობის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები და გაფორმებული მემორანდუმი ერთგვარი სტიმული იქნება ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. სომხეთი დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებით. ამ კონტექსტში საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტია. ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ გამოითქვა მზაობა და გულწრფელი ნება, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში საქართველომ მედიატორის როლი შეასრულოს“, - განაცხადა ედუარდ აღაჯანიანმა.


დღეს გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, კომიტეტების წევრებიც მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R