საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 30 აგვისტო 2022
სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტების ნაწილს შორის სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად, საპარლამენტო ოპოზიციიდან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების - „გირჩის“, „ევროპელი სოციალისტების“, „მოქალაქეების“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მონაწილეობდნენ.


„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრის მონაწილე ოპოზიციის ნაწილში, აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა, მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.


„მათი დიდი ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ რეგლამენტის შესაბამისად, წარმდგენი უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტი - ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი. ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მოვისმენთ და ჩვენეულ ხედვას გავაცნობთ საზოგადოებას, რომ პროცესი მხოლოდ პროცესისთვის არ იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


​მისივე თქმით, რისკები უნდა გამოირიცხოს და ეს მხოლოდ მმართველ გუნდზე არაა დამოკიდებული.


„კომპრომისების გზით, კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ და ვიმუშაოთ, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული“, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


​საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველი შერჩეული უნდა იყოს სწორედ იმ წესით, რაც ასახულია 12-პუნქტიან გეგმაში.


„ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უზრუნველყოს მესამე სექტორის, ასევე, პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. თუ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება გვინდა, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი, ისინი ვის დაუჭერენ მხარს, თუმცა ამავე დროს ვთვლი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძლება თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღონ, რომ საკუთარი კანდიდატურები წარადგინონ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადად პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს.


„ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს გამჭვირვალე პირობებში, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და, რა თქმა უნდა, კანდიდატს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციაც არის შემდეგი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და კანდიდატს პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


​საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მათი პოლიტიკური ჯგუფის პოზიციაა, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონსენსუსი იყოს მიღწეული.


„წინ ბევრი დისკუსია გველის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და თუ საჯარო დისკუსიები გაიმართება და ყველასთვის გასაგები იქნება ვინ რა პოზიციებზე დგას, მაშინ ჩვენ მინიმუმ დავაკმაყოფილებთ გამჭვირვალობის კრიტერიუმს და თუ მერე ამას სათანადო კონსენსუსი მოჰყვება, მაშინ ეს არჩევანიც იქნება საკმაოდ ლეგიტიმური“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.


 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას შეფასებით, სანამ არჩევის წესი დადგინდება, მანამ არჩევის კრიტერიუმი უნდა იყოს დადგენილი.


 „სახალხო დამცველის თანამდებობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ თანამდებობაზე უნდა იყოს პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ხარისხი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევანის მრავალფეროვნება, რაც ამ პროცესმა უნდა უზრუნველყოს.


 „გარკვეული ხედვა გვაქვს პროცედურების თაობაზე. რაც შეეხება სამ ოპოზიციურ პარტიას, ინფორმაცია გვქონდა, რომ ისინი შეხვედრას დაესწრებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეიცვალა. მათი გადაწყვეტილება ცუდად გამოჩნდა, რადგან გრძელდება დესტრუქციული დამოკიდებულება ისეთ საკითხებზე, რაზეც არ შეიძლება ადამიანებს დესტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეს. ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ვმუშაობთ და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან ექსკლუზიურად უფლებამოსილი, რომ ისაუბრონ ევროპაზე. ამ ყველაფერს აკეთებენ ევროპული რეკომენდაციის დარღვევის გზით. ევროპული რეკომენდაცია გულისხმობს იმას, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, მათ შორის პოლიტიკოსებისგან ინკლუზიური და ამ პროცესისგან გათიშვა და ზურგის შექცევა არის აბსოლუტურად დესტრუქციული. არ შეიძლება, ამას მოეძებნოს არგუმენტი, რითაც შეიძლება აიხსნას მათი პოზიციები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.


ახალი სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.


​მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ საკითხზე ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ პოზიციებსაც მოისმენენ, რის შემდეგაც სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით ხედვას წარმოადგენენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R