საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„სახელმწიფო და დიასპორა“ - მსჯელობის მთავარი თემა იყო დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში

მედია და საზოგადოება 30 დეკემბერი 2022
„სახელმწიფო და დიასპორა“ - მსჯელობის მთავარი თემა იყო დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში
კომიტეტის სამუშაო სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებზე, დიასპორის აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში, ამ მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა, თეორიული და აპრობირებული გამოცდილება ქვეყანაში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად საპარლამენტო და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით, - სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.
 
 
კომიტეტის სამუშაო სხდომაზე იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს დიასპორის საკითხებში ირლანდიელმა საერთაშორისო ექსპერტმა კინგსლი თომას აიკინსმა, კულტურული დიალოგის საკითხებში ექსპერტმა ტაკიჰიდე ჰარადამ იაპონიიდან და იაპონელმა ქართველოლოგმა იასუშირო კოჯიმამ. მსჯელობაში კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი.
 
„დღეს ჩვენ დიასპორასთან ურთიერთობების მიმართულებით მსოფლიო გამოცდილების ექსპერტები გვესტუმრნენ, ისინი წლებია მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და კარგად იციან, როგორ უნდა ჩაერთოს დიასპორა ქვეყნის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოცდილება წარმატებული პრაქტიკით არის გამყარებული. ირლანდია არის საქართველოს მსგავსი ქვეყანა რიცხოვნებით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით, რელიგიური მისწრაფებებით და სწორედ იმ ევროპული ცივილიზაციით, რომელიც გადის ამ სხვადასხვა ტრადიციასა და კულტურაზე. სწორედ ასეთი წარმატებული ქვეყნის წარმომადგენლის ასეთი მნიშვნელოვანი მოხსენება ჩვენთვის მართლაც ძალიან საინტერესოა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის თითოეულ წევრამდე მივიტანო ეს პრაქტიკული ნააზრევი, რომელიც დარწმუნებული ვარ საქართველოსთან მიმართებაში იმუშავებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R