საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე ქურასბედიანმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 16 Sep 2024
სალომე ქურასბედიანმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანმა ერევანში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს სამუშაო დოკუმენტი, გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და სხვადასხვა წამახალისებელი ინსტრუმენტის გამოყენებას გულისხმობს.

სამუშაო ჯგუფის შედეგები სალომე ქურასბედიანმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო.

12-14 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, რომლის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა.

ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას ახალგაზრდა თაობისთვის განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ისეთი კრიზისები, როგორიცაა ომები, კონფლიქტები, პანდემია, კლიმატის ცვლილება და ეკონომიკური გამოწვევები, მნიშვნელოვნად აისახება ახალგაზრდების შესაძლებლობაზე მიიღონ ხარისხიანი განათლება და იპოვონ ღირსეული სამუშაო.

პარლამენტების წევრებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობის გზები სხვადასხვა მიმართულებებით. მათ შორის, გაიმართა პანელური დისკუსია თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის თემებზე, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 Jun 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 Jun 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R