საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე ქურასბედიანმა ვენაში ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 04 დეკემბერი 2023
სალომე ქურასბედიანმა ვენაში ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა, ვენაში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების ( Energy Community) საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პლენუმის ფარგლებში იმსჯელეს ხელშემკვრელი მხარეების მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დეკარბონიზაციის გზამკვლევის შესრულების მნიშვნელობაზე, დეტალურად განიხილეს ნახშირბადის საზღვრის რეგულირების მექანიზმი (CBAM ) და მისი შესაძლო გავლენა გაერთიანების წევრ ქვეყნებზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში იმპორტირებულ საქონელზე ნახშირბადის ფასების დაწესებას ითვალისწინებს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული და შესაბამისი ადაპტაცია ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია.

ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მიზანს წარმოადგენს ფუნქციონალური ენერგეტიკული ბაზრის ხელშეწყობა ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მინისტრთა საბჭოს შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ ენერგეტიკის მდგრად განვითარებასა და მომავალი რეფორმების პოტენციურ სოციალურ ზეგავლენაზე.

პლენუმში მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა
17 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა

მსგავსი

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა
17 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R