საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 06 ივნისი 2023
სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდნენ

დეპუტატები სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მთავარი საკითხები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას შეეხებოდა.


მხარეებმა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


„ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლება კანდიდატის სტატუსისთვის. ასევე, ძალიან კარგად ესმით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი მათ შორის, რომელიც დადგება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ვისაუბრეთ პოლარიზაციის შემცირების გზებზე, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე, არსებობდა კითხვები ოპოზიციასთან მიმართებაში, რა იქნება ოპოზიციის გეგმა და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ პოლიტიკური ლანდშაფტი, რათა პოლარიზაცია შევამციროთ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.


შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში გერმანიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა.


​„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გერმანიის და განსაკუთრებით, ბუნდესტაგის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. მათ სურთ გაერკვნენ რა ვითარებაა შექმნილი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. 12 - პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების გარეშე იციან, რომ ძალიან გაჭირდება ამ სტატუსის მიღება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R