საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სალომე სამადაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 მარტი 2022
სალომე სამადაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე, საგარეო გამოწვევებზე.


„ელჩთან გვქონდა ძალიან ვრცელი საუბარი, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, როგორც შიდაპოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით, ასევე გარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ელჩს გავაცანით ჩვენი ხედვები, თუ როგორ ვხედავთ ამ გამოწვევებს და მოვისმინეთ, ასევე, მისი შეფასებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი ხედვა სრულად ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ხედვას, რომ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება სიახლოვე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საკუთარი უსაფრთხოების და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა.


მისი თქმით, დღეს, შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა საქართველო, რა თქმა უნდა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ სრულად კოორდინირებული და რაც შეიძლება ახლოს სინქრონიზირებული იყოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთავარი სტრატეგიული მოკავშირის - ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკასთან.


​შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R