საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 06 ივლისი 2022
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს პაუ მარი-კლოსეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე ისაუბრეს.

ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, იმ გზაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნა ადგას, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მსჯელობა არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც 12 პუნქტიან გეგმაშია ასახული, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობთ, რომ მათი რეკომენდაციების გაზიარება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ხელს შეუწყობს. სტუმრებს გავაცანით, მათ შორის, ის პრობლემები, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებში არსებობს. მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან და ერთად დავძლიოთ 12 პუნქტიანი გეგმა“, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და უფრაქციო პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
05 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა
05 ივნისი 2026

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
05 ივნისი 2026

კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R