საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მედია და საზოგადოება 28 ივლისი 2022
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.


„ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი გამოძიების საგანი იქნება ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შეთანხმებული მოქმედება. 2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნულ ბანკზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.


მისი განმარტებით, სახეზეა კონსტიტუციის 68-ე მუხლის დარღვევა, რაც პარლამენტს უჩენს ვალდებულებას, აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები გამოიძიოს.


საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ გეგმავს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, 3 თვის განმავლობაში საკითხის შესწავლის მიზნით საჯაროდ გამოკითხოს საქმესთან დაკავშირებული პირები.


ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საქმის შესწავლის შემდეგ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.


ალექსანდრე რაქვიაშვილმა კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


​„იმ ვითარებაში, როცა ცოტანი ვართ ოპოზიციაში ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა რთულია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ მხარი დამიჭირონ, რათა უკვე სექტემბერში გვქონდეს შანსი შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

მსგავსი

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
08 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო
08 ივლისი 2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით სპორტული ტურნირები დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R