საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობის თაობაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 04 აპრილი 2025
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობის თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან ვადაზე ადრე ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ.

„როგორც მოგეხსენებათ, გრიგოლ ლილუაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის ვადა ოქტომბრამდე აქვს და კანონმდებლობის თანახმად, ის შემდგომ ვეღარ გააგრძელებდა ამ კუთხით მუშაობას. ამავდროულად, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რეგიონული მიმართულებით იქმნება სამინისტრო, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების და სახელმწიფო პოლიტიკის კვლავ აქტიურად განხორციელების თვალსაზრისით და გრიგოლ ლილუაშვილი მოიაზრება მინისტრის პოსტზე. ამავდროულად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი მოიაზრება. აქვე ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პაატა სალიას კანდიდატურა განიხილება. მინდა სამივე მაღალი დონის პროფესიონალს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 183-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2025 წლის 1 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 183-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება.

საკითხი პარლამენტის ბიუროს და შემდეგ პლენარულ სხდომას გადაეცემა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R