საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ზედამხედველობა - ახალი ამბები 02 აგვისტო 2022
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს დღევანდელ სხდომაზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებისა და მისი შემადგენლობის შესახებ ისაუბრა.

 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკვშირებით თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციაა გაცემული საქართველოსთვის. საქართველოს პარლამენტში თორმეტივე რეკომენდაციაზე შესაბამისი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ჩართულობით მუშაობა მიმდინარეობს. ამ სამუშაოს შესრულების დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ინკლუზიურობა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული პარლამენტის შიგნით ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის, უფრაქციო დეპუტატებიც, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. ჩვენს კომიტეტთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით ზოგიერთი მექანიზმი განსაზღვრულია და სწორედ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით ვქმნით ამ სამუშაო ჯგუფს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ დაახლოებით 30-მდე კონტროლის მექანიზმი ამოქმედდა, რომელთა გამოყენებაც შეუძლია დღეს პარლამენტს. „სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით შესაბამისი პროფილის კომიტეტები ახორციელებენ კონტროლს. ჩვენი მუშაობა კონცენტრირებული იქნება იმ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ საპარლამენტო კონტროლის იმ მექანიზმებს ეხება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის ურთიერთკონტროლს და თანამშრომლობის ფორმებს ეხება.

 

ჩვენ ვკონცენტრირდებით ძირითადად ისეთ საკითხებზე როგორიცაა: პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყიოველწლიური მოხსენება, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა, თემატური მოიკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისათვის ინფრომაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, პარლამენტის ნორმატიული აქტებით გარდამავალი დებულებების აღმასრულებელი დაწესებულებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება - საკითხთა ეს ბლოკი იქნება ჩვენი მუშაობის საგანი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს.

 

ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე ასევე წარმოადგინა ანგარიში „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ“, რომელშიც გაანალიზებულია მოქმედი რეგლამენტის პირობებში კონტროლის მექანიზმების გამოყენების რა პრაქტიკა არსებობს. ასევე მასში აღწერილი და გაანალიზებულია კონტროლის წარმართვის პროცესები და გაცემულია გარკვეული რეკომენდაციები. ანგარიში ბეჭდური ჟურნალის სახითაც გამოიცა და სხდომის მონაწილეებს დაურიგდათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R