საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 01 დეკემბერი 2025
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლის, დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.


როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიზანშეწონილია, პარლამენტმა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დაჯი კოვზირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.


კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.


საკანონმდებლო ორგანომ რუსუდან თევზაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე 25 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე შეუწყვიტა პირადი განცხადების საფუძველზე.


დღეს კომიტეტმა ასევე განიხილა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი.


​როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის პირველი და მე-2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი.


აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ჯგუფის რეგისტრაცია.


საინიციატივო ჯგუფს გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა და კომიტეტის მიერ კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის ნიმუში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R