საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა კიკნაველიძე: ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მუდმივად უნდა მიისწრაფოდეს სტანდარტის შემდგომი გაუმჯობესებისკენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 24 თებერვალი 2020
შალვა კიკნაველიძე: ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მუდმივად უნდა მიისწრაფოდეს სტანდარტის შემდგომი გაუმჯობესებისკენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე  ერთ-ერთ წინა  სხდომაზე  განხილული სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თემას შეეხო.

„სახალხო დამცველი მოვიდა სპეციალური ანგარიშით კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ასევე სპეციალური ანგარიში წარმოადგინა იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტმა ორივე მხარის მოსაზრებები მოისმინა. პენიტენციურ სისტემაში არ იკვეთება სისტემური ხასიათის დარღვევები, რის გამოც ვერ გავიზიარებთ სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ შეფასებას. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო  კრიმინალური სუბკულტურების მიერ ციხეების მართვისა და ძალადობის წარმოუდგენელ მასშტაბებზე. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მუდმივად უნდა მიისწრაფოდეს სტანდარტის შემდგომი გაუმჯობესებისკენ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომიტეტის  დასკვნის შინაარსს კომიტეტის წევრები ეთანხმებიან, რაც  დეპუტატებმა კენჭისყრისას მხარდაჭერით გამოხატეს.

დღესვე კომიტეტის სხდომაზე  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  შალვა კიკნაველიძემ აღნიშნა, აღნიშნული ჯგუფი სახალხო დამცველის წინადადებებისა და რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

დეპუტატებმა მთავრობის ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომლის  თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტო.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ეს  ელექტრონული სერვისების მომხმარებელთა სწრაფი ზრდისა და ელექტრონული მმართველობის მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე, ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარებასა და სერვისების ელექტრონულად გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

მსგავსი

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს

რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
22 მაისი 2026

რატი იონათამიშვილი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R