საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრებაში, 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება

თავმჯდომარე 10 ივლისი 2023
შალვა პაპუაშვილი - 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრებაში, 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება

„დღეს, საქართველო კვლავ ისტორიულ პროცესში იმყოფება. 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრების საქმეში. 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. იმედი გვაქვს, რომ გერმანია იქნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესის ლიდერი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.


შალვა პაპუაშვილი გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა.
 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთეს.


შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის გამორჩეულ როლს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში.


მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიის მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობაში.


მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას და გერმანელ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


„მოხარულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიური დინამიკა. გასული წლის დეკემბერში, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოწვევით, მე თავად ვიყავი გერმანიაში ვიზიტად; 2023 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი გვსტუმრობდა თბილისში; ერთი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში ჰქონდა დიალოგი გერმანიის კანცლერთან; დღეს კი საქართველოს პარლამენტში გვაქვს ბუნდესტაგის პრეზიდენტის მასპინძლობის პატივი. უმაღლესი დონის ეს ურთიერთშეხვედრები და ვიზიტები არც არის გასაკვირი - იგი ასახავს იმ მჭიდრო ხალხთაშორის ურთიერთობებს, ასევე, თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა და განამტკიცებდა ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.


„გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები დგას დემოკრატიის და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე. გერმანიას და საქართველოს შორის კავშირები ასევე საერთო მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთის მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე წლების მანძილზე ერთმანეთს მხარს უმაგრებდნენ და იბრძოდნენ ამ ფასეულობებისა და ინტერესებისთვის, ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, გერმანიის და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის საპარლამენტო დონეზე.


ბერბელ ბასმა საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„გასულ წელს, საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ძალიან ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის და ჩემთვის პირადად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის. საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს რეფორმები და გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ბერბელ ბასმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R