საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

თავმჯდომარე 27 ოქტომბერი 2025
შალვა პაპუაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

თბილისში ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, მომღერლის, პუბლიცისტისა და მეცნიერის ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაესწრო.

„მნიშვნელოვანია, როდესაც იმ ადამიანის დაფასება ხდება, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს ქართული კულტურის, ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.
ანზორ ერქომაიშვილს ცხოვრებაშიც არ აკლდა დაფასება, თუმცა, მის ხსოვნას ყოველდღიურად სჭირდება მოფრთხილება. ვინაიდან თაობები იზრდებიან, რომლებმაც შესაძლოა, არ იცოდნენ ბატონი ანზორის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის შესახებ, ეს მემორიალური დაფა კი სწორედ ამას შეგვახსენებს.
ბატონი ანზორის დამსახურება და მემკვიდრეობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ როგორც ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემგროვებელი, გამავრცელებელი, ანსამბლების ჩამომყალიბებელი, ახალი თაობების აღმზრდელი იყო, არამედ, საბოლოო ჯამში, ის თავად იქცა ქართული ხალხური სიმღერის ნაწილად. ეს არის ალბათ, უმაღლესი მწვერვალი შემოქმედი ადამიანისთვის. ბატონი ანზორის შემოქმედება ყველასთვის ეროვნული საგანძურია.
ცალკე უნდა აღინიშნოს ანზორ ერქომაიშვილის დამსახურება ბავშვებში ქართული კულტურის მიმართ სიყვარულის გაღვივებაში. ბავშვობიდანვე ხალხურ სიმღერასთან ზიარება იყო ბავშვის აღზრდისა და კულტურული განვითარების ნაწილი. ამის დამკვიდრების მნიშვნელობას ხვდებოდა ანზორ ერქომაიშვილი თავის დროზე, როდესაც „მართვე“ ჩამოაყალიბა. ეს კულტურა, ტრადიცია სწორედ ბატონი ანზორის სახელს უკავშირდება და ვამაყობთ, რომ სახალხო კულტურად არის ქცეული.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, ანზორ ერქომაიშვილის სახელის პატივისცემისა და დაფასებისთვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მინდა მივესალმო მის ოჯახს, მის დიდ ოჯახს - „მართვეს“ და „რუსთავის“ სახით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის სახელს უფრთხილდება, მის მემკვიდრეობას ამრავლებს და მომავალ თაობებს გადასცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მემორიალური დაფა კრწანისის რაიონში, აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი 1988-2021 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული ქართული ხალხური სიმღერები. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“.


ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
23 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

მსგავსი

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
23 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R