საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

თავმჯდომარე 13 ნოემბერი 2023
შალვა პაპუაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, კლაუდია არპას შეხვდა.


შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა უკანასკნელ პერიოდში ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარების დინამიკა და ხაზი გაუსვა განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს. მან, აგრეთვე, ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ მრავალწლიანი ჩართულობისთვის.


შალვა პაპუაშვილი მიესალმა ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო ოფიციალურად მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. მან, ამ კუთხით, ავსტრიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.


კლაუდია არპამ აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბუნდესრატის პირველი ვიზიტია საქართველოს პარლამენტში და მიულოცა საქართველოს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაციის მიღება. მან ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე. ყურადღება გამახვილდა 2024 წლის არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.


მხარეებმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებს შორის დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო განათლების წახალისებაზე იქნება მიმართული, რის თაობაზეც განზრახულობათა წერილს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R