საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

თავმჯდომარე 15 დეკემბერი 2022
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.


შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებებით შეხვედრის განხილვის მთავარი თემები იყო. შეხვედრაზე მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-9 სხდომა.


ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ფუნქციასაც და იმ პროექტებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით უზრუნველყოფს აზიის ევროპასთან დაკავშირებას.


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.


შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ლევან იოსელიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R