საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან უკრაინაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ

თავმჯდომარე 09 თებერვალი 2022
შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან უკრაინაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ

„ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, უკრაინის მიმართ საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერასა და პარლამენტის მიღებულ რეზოლუციაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერთან, ლინდსი ჰოილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

 

„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩემს კოლეგასთან მქონდა საუბარი იმ ურთიერთობაზე, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აკავშირებს საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს. მიმდინარე წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელს. 1919 წელს გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. თემთა პალატის სპიკერთან ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, ასევე, იმ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია იმყოფება ჩვენთან სტუმრად. ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვისაუბრო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირზე, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გვაერთიანებს - საფრთხეებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ კარგი ურთიერთობების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა, სადაც მე კიდევ უფრო ბევრი შევიტყვე საქართველოს შესახებ და სადაც მომეცა შესაძლებლობა, ღიად და გულწრფელად გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავ არსებულ მდგომარეობას ევროპაში“, - განაცხადა ლინდსი ჰოილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R