საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე

თავმჯდომარე 15 ნოემბერი 2023
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე

„სამხრეთ კავკასიის რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ვმასპინძლობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას. პირველ რიგში, ქალბატონ კაუმას კიდევ ერთხელ ვულოცავ პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ, რომ გამოწვევებით სავსე პერიოდში წარმატებით შეძლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაძღოლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.


შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც საპარლამენტთაშორისო დიალოგის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

„ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

„ვაფასებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, განვაგრძოთ თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე, დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ქალბატონ კაუმასა და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობას ვუხდი ჩამობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ ბრიფინგზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.


„მსურს, საქართველოს მივულოცო ის დადებითი სიახლეები, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა ატარებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R