საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

თავმჯდომარე 11 ნოემბერი 2025
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა თანამომხსენებლებთან შეხვედრის შესაძლებლობას. მან აღნიშნა, რომ, ოქტომბერში გამართული ადგილობრივი არჩევნებით, საქართველოში დაიხურა მორიგი საარჩევნო ციკლი და მომავალი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის, მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის კუთხით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კვლავ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით, რამაც პასე-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი არჩევნები იმავე პირობებში ჩატარდა, როგორც საპარლამენტო არჩევნები, თუმცა, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ შეწყვიტა ბოიკოტი და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ეს ფაქტიც, არაპირდაპირ, ადასტურებს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განზრახ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე. შალვა პაპუაშვილმა თანამომხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ კანონებს, რომელთა თაობაზე კრიტიკული განცხადებები კეთდება, განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ამიტომ, პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის საკითხი.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს და საპარლამენტო ასამბლეის ერთგულ წევრად და ხაზი გაუსვა ასამბლეის მხრიდან სუვერენიტეტის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R